გიორგი ვაშაძე - მე რა ვიცი, რას ნიშნავს სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა, მე გეუბნებით, ამ ქვეყნის სირცხვილი არის პრორუსული ხელისუფლება
გიორგი ვაშაძე - მე რა ვიცი, რას ნიშნავს სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა, მე გეუბნებით, ამ ქვეყნის სირცხვილი არის პრორუსული ხელისუფლება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართველი ხალხის დაცინვა არის ხელისუფლება, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს.

აღნიშნულის შესახებ ვაშაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი სააკაშვილის დაჯილდოებას ქართველი ხალხის დაცინვად აფასებს.

„ქართველი ხალხის დაცინვა არის პრორუსული ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს. კობახიძე და ღარიბაშვილი მართლა ქართველი ხალხის დაცინვაა და ამით ივანიშვილი ქართველ ხალხს დასცინის. ამ ადამიანებს გადაწყვეტილებების მიმღებები რომ ჰქვიათ, ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ამ სირცხვილს მალე ჩამოვირეცხავთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, კიდევ ერთ კითხვას, ნორვეგიის მიერ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა მათი მხრიდან რა გზავნილია, ვაშაძემ ასე უპასუხა:

„მე რა ვიცი, რას ნიშნავს. მე გეუბნებით, ამ ქვეყნის სირცხვილი რა არის. საქართველოს სირცხვილია ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს სირცხვილია, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ, ღიად და დაუფარავად თანამშრომლობს რუსეთთან. საქართველოს სირცხვილია, რომ ძალაუფლებაში გვყავს ხალხი, რომელიც ხალხის ნებას აყალბებს და საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. საქართველოს მთავარი სირცხვილია ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც თავზე მოგვასვა თავისი მომსახურე პერსონალი პოლიტიკურ თანამდებობებზე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.