გიორგი ვაშაძე - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღეთ სრული გარანტია, რომ იქნება დეტალური მონიტორინგი, რათა „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება არ დაარღვიოს
გიორგი ვაშაძე - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღეთ სრული გარანტია, რომ იქნება დეტალური მონიტორინგი, რათა „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება არ დაარღვიოს

მივიღეთ სრული გარანტია, რომ იქნება დეტალური მონიტორინგი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაარღვიოს ეს შეთანხმება და ყველა კომპონენტი იყოს შესრულებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ​შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ დაირღვევა შეთანხმება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. მთავარია, რომ ახლა შესრულდეს შეთანხმება. იყო მოწოდება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომ მოაწეროს დროულად ხელი შეთანხმებას და კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ გეგმა „ბე“ არ არსებობდა, იყო მხოლოდ გეგმა „ა“ ამ შეთანხმების შესრულება და დღესაც არ არსებობს გეგმა „ბე“ ამ შეთანხმების შესრულების გარდა. მივიღეთ სრული გარანტია, რომ იქნება დეტალური მონიტორინგი იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაარღვიოს ეს შეთანხმება და ყველა კომპონენტი იყოს შესრულებული. თუ დაირღვევა შეთანხმება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“,- განაცხადა ვაშაძემ.