გიორგი ვაშაძე - კანონპროექტის ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღევანდელ რეალობაში არასაკმარისი და სუსტია
გიორგი ვაშაძე - კანონპროექტის ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღევანდელ რეალობაში არასაკმარისი და სუსტია

კანონპროექტის ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ რეალობაში, რა რეალობაშიც ჩვენ დღეს ვართ, არასაკმარისი და სუსტია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონზე ვეტო არ არის ადეკვატური პასუხი იმ მძიმე რეალობაზე, რაც ქვეყანაშია.

„დღეს საქართველო სრულიად სხვა ვითარებაშია. ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ ვეტოს დადება ერთ კონკრეტულ კანონზე, საკმარისი ნამდვილად არ არის. შემიძლია, კიდევ ერთხელ ქალბატონ პრეზიდენტს ვუთხრა, რომ მეტი გამბედაობა, მეტი ნაბიჯების გადადგმა და მეტად გააზრება რეალური ვითარების. 20 ივნისს და 16 ივნისს ნახეთ რამდენი ადამიანი იყო – ეს არის განსხვავება რეალობის აღქმაში. ეს რეალობის აღქმა ქვეყნის პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ჩვენ აქ ვინც ვართ, განსაკუთრებით ჟურნალისტები, ერთ ბედ ქვეშ ვართ, ყველას გვისმენენ. არა მარტო ოპოზიციურ მედიას, არამედ სამთავრობო მედიას, ყველას გისმენენ, უბრალოდ უნდათ, ეს ყველაფერი კანონით გაამყარონ. ამ კანონზე ვეტო არ არის ადეკვატური პასუხი მძიმე რეალობაზე, რაც დღეს ქვეყანაშია. ეს პრეზიდენტის მხრიდან ძალიან ცოტაა. მას და პრეზიდენტის ინსტიტუტს მეტი შეუძლია, მათ შორის 24 ივნისის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. ამაზე თვითონ დაფიქრდეს ჩემი განცხადების შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.