გიორგი ვაშაძე - იმპიჩმენტს ორი მკაფიო მიზანი აქვს, საგარეო ასპარეზზე - არ მოგვცეთ სტატუსი, ქვეყნის შიგნით კი, ეს იმისთვის კეთდება, რომ თემები გადაიფაროს, რადგან პროცესი თავიდანვე ფიასკოსთვის არის განწირული
გიორგი ვაშაძე - იმპიჩმენტს ორი მკაფიო მიზანი აქვს, საგარეო ასპარეზზე - არ მოგვცეთ სტატუსი, ქვეყნის შიგნით კი, ეს იმისთვის კეთდება, რომ თემები გადაიფაროს, რადგან პროცესი თავიდანვე ფიასკოსთვის არის განწირული

იმპიჩმენტს ორი მკაფიო მიზანი აქვს, საგარეო ასპარეზზე – არ მოგვცეთ სტატუსი, ქვეყნის შიგნით კი, ეს იმისთვის კეთდება, რომ სხვა თემები გადაიფაროს, რადგან პროცესი თავიდანვე ფიასკოსთვის არის განწირული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბორელის ვიზიტის შემდეგ ამ საკითხის მყისიერი გააქტიურება მიზნად ისახავს, რომ ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი – არ გვინდა სტატუსი.

„რუსული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტს ორი კონკრეტული და მკაფიო მიზანი აქვს. საგარეო ასპარეზზე ეს არის – არ მოგვცეთ სტატუსი, საქართველოს შიგნით კი ეს იმისთვის კეთდება, რომ სხვა თემები გადაიფაროს, რადგან ეს პროცესი თავიდანვე ფიასკოსთვის არის განწირული.

ბორელის ვიზიტის შემდეგ ამ საკითხის მყისიერი გააქტიურება მიზნად ისახავს, რომ ევროკავშირის უმაღლეს დელეგაციას ზურგში მიაყოლონ და ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი – ჩვენ არ ვაპირებთ შეცვლას, ჩვენი არჩევანია რუსეთი, დაგვანებეთ თავი, არ გვინდა სტატუსი. ამას „ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება. როგორც უკვე გითხარით, ევროპელების მხრიდან გარანტია მივიღეთ, რომ დეკემბერში საბოლოო „არა“ არ იქნება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უნდა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.