გიორგი ვაშაძე - იმედია, ხვალ პრემიერ-მინისტრი არ დაგვემალება და დავიწყებთ დიალოგს იმისთვის, რომ მთავრობა გადადგეს 
გიორგი ვაშაძე - იმედია, ხვალ პრემიერ-მინისტრი არ დაგვემალება და დავიწყებთ დიალოგს იმისთვის, რომ მთავრობა გადადგეს 

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ზაზა სარალიძის სოლიდარობის ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, საღამოობით გაიმართება და თუ არ იქნება საპასუხო ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, ვაშაძის თქმით, 10 ივნისს მასშტაბური აქციას გამართავენ.

„ჩვენ ახლა ზაზასთან მოვილაპარაკეთ. ეს არის თავად ზაზას ინიციატივა, რომ ხვალ ყველა ერთად მივდივართ პრემიერ-მინისტრთან კანცელარიაში.

ასევე, ყოველდღიურად აქ სოლიდარობის ღონისძიებები გაიმართება. რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად ვაგრძელებთ ამ პროცესს, საღამოს 7-8 საათზე შევიკრიბებით და სოლიდარობის ღონისძიებები იქნება.

ამასთან, ზაზასთან შევთანხმდით, რომ თუ საპასუხო ნაბიჯი არ იქნება ხელისუფლების მხრიდან, კვირას, 10 ივნისს, 16:00 საათზე, მთელი საქართველო შეიკრიბება რუსთაველზე. ეს არის შეთანხმებული პოზიცია ზაზასთან და მალხაზთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი მათ შეხვდება და დაიწყება დიალოგი მთავრობის გადადგომის საკითხზე.

„ხვალ 14:00 საათზე მივდივართ კანცელარიის შენობაში და იმედია, რომ არ დაგვემალება პრემიერ-მინისტრი, შეგვხვდება და დავიწყებთ ნორმალურ დიალოგს იმისთვის, რომ მთავრობა გადადგეს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.