გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრს ჩემთან დებატებში პირისპირ ჯდომა არ შეეშინდება
გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრს ჩემთან დებატებში პირისპირ ჯდომა არ შეეშინდება

იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრს პირისპირ ჩემთან დებატებში ჯდომა არ შეეშინდება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღამაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„როგორც აღმოჩნდა „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გაიმართება სატელევიზიო დებატები. იმედი მაქვს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს პირისპირ ჩემთან ჯდომის არ შეეშინდება და გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ ქვეყნის მომავალზე“,- განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს პირველმა არხმა კენჭისყრა გამართა, რომლის მიხედვითაც, „დებატები 2020-ის“ მონაწილე პარტიების რიგითობა და თითოეულ გადაცემაში პარტიების შემადგენლობა განისაზღვრა.