გიორგი ვაშაძე - გვყავს მაღალკვალიფიციური და საქმეზე ორიენტირებული ელჩი აშშ-დან, რომელსაც საარჩევნო წელს დიდი როლი ექნება
გიორგი ვაშაძე - გვყავს მაღალკვალიფიციური და საქმეზე ორიენტირებული ელჩი აშშ-დან, რომელსაც საარჩევნო წელს დიდი როლი ექნება

დიდი მოლოდინის შემდეგ გვყავს ძალიან მაღალკვალიფიციური და საქმეზე ორიენტირებული ელჩი აშშ-დან, რომელსაც დიდი როლი ექნება წელს, რადგან არის საარჩევნო წელი, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, კელი დეგნანის გზავნილს სრულად იზიარებს.

„რაც შეეხება მის ყველა გზავნილს, რაზეც მან ისაუბრა, მე 100%-ით ვეთანხმები და სრულად ვიზიარებ, რომ რაღა თქმა უნდა, შეთანხმება უნდა მოხდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რადგან ქვეყანაში მცირედით მაინც დასტაბილურდეს პოლიტიკური ვითარება და ნორმალურ არჩევნებზე საუბარი მაინც შევძლოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ვეთანხმები სრულად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.