გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება
გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება

გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ხელისუფლებასა და მის წარმომადგენლებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით არიან დაკავებულები, რომლებიც ჩიხიდან და კრიზისიდან გამოსვლისთვის ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარს ამბობენ, ვფიქრობ, აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი იქნება, რომ გრიგოლ ვაშაძე ინაუგურაციას არ დაესწროს. მითუმეტეს, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ დესტრუქციულად და არაკონსტრუქციულად „ქართული ოცნება“ იქცევა. ეს 2012 წლიდან მოყოლებული მათი სტანდარტი იყო და დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ეს სტანდარტი მალე დასრულდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს იმ შემთხვევში მიიწვევს ინაუგურაციაზე, თუ არჩევნებში მის გამარჯვებას აღიარებს.

დატოვე კომენტარი