სალომე ზურაბიშვილი - თუკი ინაუგურაციამდე ვიქნები აღიარებული როგორც პრეზიდენტი, გრიგოლ ვაშაძე იქნება დაპატიჟებული
სალომე ზურაბიშვილი - თუკი ინაუგურაციამდე ვიქნები აღიარებული როგორც პრეზიდენტი, გრიგოლ ვაშაძე იქნება დაპატიჟებული

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს იმ შემთხვევში მიიწვევს ინაუგურაციაზე, თუ არჩევნებში მის გამარჯვებას აღიარებს.

ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.

„ინაუგურაციაზე იქნება თუ არა ვაშაძე, დავფიქრდები ამ თემაზე. ხვალ გეტყვით, თუკი ინაუგურაციამდე ვიქნები აღიარებული, როგორც პრეზიდენტი, ის იქნება დაპატიჟებული ინაუგურაციაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი