გიორგი ვაშაძე - განსხვავებული საარჩევნო კამპანია გვექნება, აუცილებელია ხალხთან მეტი კონტაქტი
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლს“ საინტერესო წინასაარჩევნო კამპანია ექნება.
როგორც საქართველოს პირველ არხს ვაშაძემ განუცხადა, მის პარტიას აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო კამპანია ექნება.
„აუცილებელია ხალხთან მეტი კონტაქტი, რადგან საქართველოს აქვს პერსპექტივა და რაც ქვეყანაში ხდება, ჩვენი ბედისწერა არ არის. ამ ქვეყანას გაცილებით მეტი შეუძლია“, – განაცხადა ვაშაძემ.