გიორგი ვაშაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ადამიანია
გიორგი ვაშაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ადამიანია

ტინი კოქსი რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ადამიანი რომ არის, ეს ყველა ჟურნალისტურ გამოძიებაშია და არა მხოლოდ, კონკრეტული ფაქტები არსებობს ამის, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ვფიქრობ, რომ მოსკოვიდან დაურეკეს, დავალება მიიღეს და ეს დავალება შეასრულეს. კონკრეტულად, ამ შემთხვევაში, კობახიძემ და იმ დელეგაციამ, ვინც მხარი დაუჭირა ტინი კოქსს. ტინი კოქსი რომ არის რუსული გავლენების ქვეშ მყოფი ადამიანი, ეს ყველა ჟურნალისტურ გამოძიებაშია და არა მხოლოდ, კონკრეტული ფაქტები არსებობს ამის”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, უკვე მეორედ, ტინი კოქსი აირჩიეს. კოქსის კანდიდატურას 175-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი უკრაინელი ალექსანდრ მერეჟკო იყო, რომელმაც 44 ხმა მიიღო.