გიორგი ვაშაძე - დღეს პარლამენტის შესასვლელების დაკავების აზრს ვერ ვხედავ
გიორგი ვაშაძე - დღეს პარლამენტის შესასვლელების დაკავების აზრს ვერ ვხედავ

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება არ მოხდება.

როგორც გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროტესტი გრძელდება და მომავალ კვირაში ბევრი სიახლე იქნება.

„ყოველი დღე არის ჩვენი გამარჯვება. დღეს პარლამენტარებს მოუწიათ დილის შვიდ საათზე მოსვლა, რომ შეპარულიყვნენ საპარლამენტო შენობაში იმ შიშით, რომ მიიღებდნენ ნეგატიურ დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ჩვენი გეგმით ვმოქმედებთ. მშვიდობიან, არაძალადობრივ კამპანიას ვაგრძელებთ. მომავალ კვირაში ჩვენ ბევრი ტაქტიკური სიახლე გვექნება და ვიბრძოლებთ, ვიდრე არ იქნება ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო სისტემა.

დღეს პარლამენტის შესასვლელების დაკავების აზრს ვერ ვხედავ. მისია მიღწეულია, რომ დილის 7 საათზე შეპარული პარლამენტარები ჩაატარებენ სხდომას. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ორშაბათიდან ბევრი სიახლე გვექნება. დღეს შევთანხმდებით საკითხებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი