გიორგი ვაშაძე - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მეტი არგუმენტაცია მჭირდება, რომ ჩვენს პოზიციას გადავხედოთ
გიორგი ვაშაძე - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მეტი არგუმენტაცია მჭირდება, რომ ჩვენს პოზიციას გადავხედოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მჭირდება, მოვისმინო მეტი არგუმენტაცია, რომ ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, რადგან 12 პუნქტთან მიმართებით სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებული პოზიცია გვაქვს, რაც მიიჩნევა დღეს ყველაზე მაღალი კონსენსუსის დოკუმენტად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს ჯერ არ გაცნობია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს არ გავცნობივარ, შინაარსს დეტალურად არ ვიცნობ, თუმცა რაც საჯარო სივრციდან გავიგე, დაახლოებით იმ ფორმასა და მოდელზეა საუბარი, რაც ოპოზიციურ ფორმატში გვქონდა განხილული. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მჭირდება, მოვისმინო მეტი არგუმენტაცია, რომ ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, რადგან 12 პუნქტთან მიმართებით სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებული პოზიცია გვაქვს, რაც მიიჩნევა დღეს ყველაზე მაღალი კონსენსუსის დოკუმენტად. ზოგადად, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა და დაჩქარებულად იღებს, არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, სწორედ ამიტომ არ აგზავნიან ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის და ესაა არათუ იმისთვის, რომ მივიღოთ სტატუსი, არამედ ეს არის პირდაპირი ნაბიჯი, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. სპეციალურად ხდება ამ კანონის მიღება, რომ უარი გვითხრან კანდიდატის სტატუსზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა.