გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე
გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

ვაშაძე ფოტოს აქვეყნებს, წარწერით – „ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე!“.

მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. „ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.