გიორგი ვაშაძე - ჩემთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება, მოლაპარაკებები, რათა ქვეყანა მძიმე კრიზისიდან გამოვიყვანოთ
გიორგი ვაშაძე - ჩემთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება, მოლაპარაკებები, რათა ქვეყანა მძიმე კრიზისიდან გამოვიყვანოთ

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება, მოლაპარაკებები, რათა ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან გამოვიყვანოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ხვალინდელ გეგმასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

„ზუსტად ამაზე ვიმსჯელებთ დღეს და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტები და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პოლიტსაბჭოს ფორმატში ყველა დავსხდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ სიტუაციიდან გამომდინარე.

რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოლაპარაკების ფორმატის შენარჩუნება და ქვეყნის გამოყვანა ამ უმძიმესი ჩიხური სიტუაციიდან, რაშიც  „ქართულ ოცნებას“ უფრო და უფრო მძიმედ შეყავს. გუშინდელი მათი ქმედებები სწორედ ამას მიუთითებდა, რომ, ფაქტობრივად, უფრო დაამძიმა ვითარება და ამას უნდა ჰქონდეს ჩვენი მხრიდან შესაბამისი პასუხი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება, მოლაპარაკებები, რათა ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, იტყვის თუ არა პარტია მიღებულ მანდატებზე უარს.