გიორგი ვაშაძე - არჩევნები შეიძლება იყოს 2022 წელს, საპარლამენტო 2021-ში და თვითმმართველობის 2022-ში, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას ნაბიჯები
გიორგი ვაშაძე - არჩევნები შეიძლება იყოს 2022 წელს, საპარლამენტო 2021-ში და თვითმმართველობის 2022-ში, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას ნაბიჯები

ბევრი ვარიანტი შეიძლება, იყოს – არჩევნები 2022 წელს, საპარლამენტო 2021-ში და თვითმმართველობის 2022-ში, მაგრამ ჩამოსაყალიბებლად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას ნაბიჯები, – აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ვაშაძემ კომენტარი გააკეთა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ რეალისტურად მიაჩნიათ, სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი წინადადება განვიხილოთ ოპოზიციის მხარეს, რომელიც უკავშირდება ხალხის ნების შესრულებას. იმას, რასაც ითხოვს ხალხი, მაგრამ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ვერ ვხედავ „ქართული ოცნების“ მხრიდან რეალური შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯის სიმპტომებს. ამიტომ საჯარო სივრცეში განცხადებების განხილვა არ ვიცი, რამდენად მოგვცემს შედეგს. ზოგადად, მზად ვარ, რომ ვისაუბროთ. ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს, 2022 წელს არჩევნები, 2021 წელს საპარლამენტო არჩევნები და შემდგომ თვითმმართველობის არჩევნები 2022 წელს, მაგრამ ყველა ამ საკითხზე პოზიცია რომ ჩამოვაყალიბოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეთანხმებისკენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.