გიორგი ვაშაძე - არჩილ თალაკვაძესა და „ქართულ ოცნებას“თებერვლის ბოლომდე აქვთ დრო, გონს მოეგონ
გიორგი ვაშაძე - არჩილ თალაკვაძესა და „ქართულ ოცნებას“თებერვლის ბოლომდე აქვთ დრო, გონს მოეგონ

არჩილ თალაკვაძესა და „ქართულ ოცნებას“თებერვლის ბოლომდე აქვთ დრო, რომ გონს მოეგონ. როგორც თავად ამბობენ, მერე უკვე ცვლილებების შესაძლებლობები იხურება, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას, რომ თუ ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებას არ დათანხმდება, შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს დაიხურება.

„30%-იან „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმებით საუბრის არანაირი უფლება არ აქვს. ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება, რა სისტემაც უნდა იყოს, სულ რომ ყველა მაჟორიტარულით შევიდეს, მაინც დამარცხდება. ოპოზიცია არ აპირებს ადგილებით ვაჭრობას, ჩვენ პრინციპულები ვართ, რადგან გვინდა, ქვეყნის მშენებლობა, მათ კი – თანამდებობების შენარჩუნება. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება, ჩვენ კი – გაჭირვებისა და უმუშევრობის დამარცხება, რაც ქვეყანაშია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბატონ თალაკვაძესა და მის გარშემო მყოფ ადამიანებს, უფრო ზემდგომ ლიდერებს, დროულად მოეგეთ ​გონს და საზოგადოების მოთხოვნები გაითვალისწინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ძალიან მძიმე მომავალი გექნებათ და საქართველოს თქვენს შემთხვევაში ძალიან მძიმე მომავალი ექნება. ამას ჩვენ დავუშვებთ არც ერთ შემთხვევაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.