გიორგი ვაშაძე - არც ერთ საქმეს შუა გზაში არ დავტოვებთ, ყველა საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ყოველთვის მათი მტერი ვიქნები, ვინც ჩაგვრას გააგრძელებს საქართველოში
გიორგი ვაშაძე - არც ერთ საქმეს შუა გზაში არ დავტოვებთ, ყველა საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ყოველთვის მათი მტერი ვიქნები, ვინც ჩაგვრას გააგრძელებს საქართველოში

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 43 მილიონ ლარიან სქემას ახადა ფარდა.

„ყვითელი „მარშრუტკებიდან“ ლურჯ „მარშრუტკებზე“ გადასვლის პროცესში კახა კალაძემ 43 მილიონი ამოუღო ჯიბიდან მძღოლებს, დისპეტჩერებს, მოიჯარეებს და მშიერი დატოვა ხალხი. აქციაც გვქონდა და ამ თემას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ ამ საკითხზე ისაუბრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც.

„არც ერთ საქმეს შუა გზაში არ დავტოვებთ და ყველა საქმეს მივიყვანთ ბოლომდე – პენსიონერებსაც გაუიაფდებათ სესხის პროცენტი, სამარშრუტო ტაქსებზეც აღდგება სამართლიანობა და ადამიანები, რომლებმაც ეს სამარშრუტო ტაქსები განავითარეს, დაბრუნდებიან“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, ძალიან ცუდია, რომ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანონპროექტს, რომელიც „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან პენსიონერების ძარცვის პროცესის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„თქვენ საქართველოს მოქალაქეებს ჩაგრავთ და ყოველთვის მათი მტერი ვიქნები, ვინც ჩაგვრას გააგრძელებს საქართველოში“, – მიმართა ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.