გიორგი ვაშაძე არ აკონკრეტებს, იზიარებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და გამოაცხადონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა
გიორგი ვაშაძე არ აკონკრეტებს, იზიარებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და გამოაცხადონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე არ აკონკრეტებს, იზიარებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და გამოაცხადონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.

როგორც დღეს ჟურნალისტებს ვაშაძემ განუცხადა, სამოქმედო გეგმას გაერთიანებული ოპოზიციის საბჭოს შეკრებაზე შეიმუშავებენ და საზოგადოებას ამის შემდეგ გააცნობენ.

„ნებისმიერ შემდგომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ჩვენს სამოქმედო საკითხებზე გაერთიანებული ოპოზიციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. მე მეტი კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო. ახლა ჩვენ გადართული ვართ იმაზე, რომ თითოეული ოქმი ჩვენს შტაბში მოვიტანოთ. თითოეული ხმა დავიცვათ და შედეგები თავიდან ბოლომდე დავითვალოთ.

შესაბამის სამოქმედო გეგმას აუცილებლად გაცნობებთ. ჩვენ ხმებს ვითვლით. მე შტაბის ხელმძღვანელი ვარ. დღე და ღამე უნდა ვიმუშაო და ბოლომდე მივიყვანო საქმე. არანაირად არ ვაპირებთ რამეს შევეშვათ ან რამე დავთმოთ. თითოეულ ხმას დავითვლით. დამატებითი განცხადებები ნებისმიერ სამოქმედო გეგმაზე ამის შემდგომ გვექნება. საბჭო შეიკრიბება და აბსოლუტურად ყველაფერს გადაწყვეტს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ  აპირებსარჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.