გიორგი ვაშაძე - აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ მოქალაქეებთან, რათა შევქმნათ რეფორმების პაკეტი, ხელისუფლების ცვლილება მოახლოებულია
გიორგი ვაშაძე - აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ მოქალაქეებთან, რათა შევქმნათ რეფორმების პაკეტი, ხელისუფლების ცვლილება მოახლოებულია

აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ მოქალაქეებთან, რათა შევქმნათ რეფორმების პაკეტი, ხელისუფლების ცვლილება მოახლოებულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ რუსეთი მეგობრად გამოაცხადოს, რასაც არ შეეგუებიან.

„ჩვენთვის მთავარია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მით უმეტეს, რომ ხელისუფლება, რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. ისინი მტრად აცხადებენ ჩვენს მეგობრებს, ხოლო მტერი, რუსეთის სახით, უნდათ, რომ მეგობრად გამოგვიცხადონ. ამას არ შევეგუებით. გამოსავალი არის ერთიანობაში, თავგანწირვაში, ერთად დგომაში. ამის პარალელურად აქტიური მუშაობა უნდა დავიწყოთ მოქალაქეებთან, რათა შევქმნათ რეფორმების პაკეტი.  ხელისუფლების ცვლილება მოახლოებულია და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რა რეფორმების განხორციელებას და გატარებას ვაპირებთ საქართველოში. როგორ შევქმნით სამუშაო ადგილებს, როგორ დავიბრუნებთ რეფორმების ჩემპიონის სტატუსს და მოვიტანთ დიდ სიკეთეებს საქართველოში“, – განაცხადა ვაშაძემ.