გიორგი ვაშაძე - ამ ეტაპზე ვმუშაობთ საკითხებზე, რასაც მოიცავს შარლ მიშელის შეთანხმება და ვფიქრობ, პარლამენტის პრიორიტეტი ეს უნდა იყოს
გიორგი ვაშაძე - ამ ეტაპზე ვმუშაობთ საკითხებზე, რასაც მოიცავს შარლ მიშელის შეთანხმება და ვფიქრობ, პარლამენტის პრიორიტეტი ეს უნდა იყოს

ამ ეტაპზე ვმუშაობთ მხოლოდ იმ საკითხებზე, რასაც მოიცავს შარლ მიშელის შეთანხმება და ვფიქრობ, რომ პარლამენტს ეს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი და სხვა საკითხები უნდა გადავწიოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ამნისტიის კანონთან“ დაკავშირებით დღეს იქნება კიდევ ერთი შეხვედრა, ასევე მსჯელობა იქნება 15-20 სხვადასხვა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და სხვა კანონებზე.

„გვინდა, რომ ინვენტარიზაცია გავაკეთოთ, რა არის დღეს პარლამენტში ინიცირებული, რომ შეთანხმება, რომელიც არის საქართველოს ევროპისკენ ინტეგრაციის ერთადერთი გზა, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს.

კითხვაზე, დღეიდან იწყებენ თუ არა საპარლამენტო საქმიანობას სრულყოფილად, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მუშაობა იქნება მხოლოდ იმ საკითხებზე, რასაც შეთანხმება მოიცავს.

„ვფიქრობ, პრიორიტეტი პარლამენტს უნდა ეს ჰქონდეს და სხვა საკითხები უნდა გადავწიოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს დაჩქარებული წესით განხილვები და მიღება ამ ცვლილების. ნიკა მელია განთავისუფლდება „ამნისტიის კანონის“ მიღების შემდეგ. სრულად მხარს ვუჭერ, თუ სხვა მხარეები შეთანხმდებიან, რომ გირაო მისაღებია მათთვის, არც აქ არ გვაქვს პრობლემა, უბრალოდ ჩვენს შეთანხმებას ვასრულებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.