გიორგი ვაშაძე - ახლა კრიტიკის დრო არ არის, ყველა უნდა ჩავერთოთ კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიაში
გიორგი ვაშაძე - ახლა კრიტიკის დრო არ არის, ყველა უნდა ჩავერთოთ კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიაში

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საზოგადოებას კორონავირუსის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

გიორგი ვაშაძე აბობს, რომ თითოეულმა ადამიანმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.

„აუცილებელია, თითოელი ჩვენგანი სერიოზულად და სისტემურად მივუდგეთ არსებულ ვითარებას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მასთან ბრძოლის საქმეში. სერიოზულობა და სისტემურობა გულისხმობს იმას, რომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და გავაცნობიეროთ, რომ დროებით მოგვიწევს არსებული ცხოვრების წესის შეცვლა. ეს ეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, ბიზნეს და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროსა და მიმართულებას.

ჩვენ გვაქვს რთული ვითარება, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ასევე ეკონომიკური მიმართულებით და, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ შეიძლება ბევრი ქმედება ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებულია“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მისი პარტია კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიაში ერთვება.

„ჯერ კონკრეტული გეგმა არ ვიცით, მაგრამ ეხლა არ არის კრიტიკის დრო, ახლა არის ყველას გაერთიანების დრო, და ჩვენ „ახალი საქართველოს“ გუნდს სამი კონკრეტული ნაბიჯი გვაქვს, რასაც გადავდგამთ. კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ საინფორმაციო კამპანიაში ვერთვებით. ახლა პლიტიკური კრიტიკების დრო არ არის, ახლა ყველა უნდა ჩავერთოთ ამ კამპანიაში. მე და ჩემს გუნდს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება კრიზისული სიტუაციების მართვის კუთხით და მზად ვართ, იქ, სადაც არის არის პრობლემა, ჩავერთოთ მაქსიმალურად ამ კრიზისული სიტუაციის დაძლევაში, კონკრეტული გეგმისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, რომელიც უნდა შვასრულოთ ყველამ, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ასევე ეკონომიკური კრიზისის კუთხით, და მესამე. პირადად მე საერთაშორისო ასპარეზზე ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ, რათა თუ რომელიმე ქვეყანაში იქნება ინფორმაცია, რაიმე კონკრეტული ახალი ნაბიჯები- პირველ რიგში მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას და ეს მექანიზმები იქნას გამოყენებული. ჩვენს ერთიანობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ძალა ერთობაშია და ერთიანი ძალებით ამ ვირუსს აუცილებლად დავამარცხებთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

დატოვე კომენტარი