გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერს
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერს

პირდაპირ ვაცხადებ, ყველა პროდასავლურ კანდიდატს მხარს ვუჭერ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია.

„ვფიქრობ, მას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საერთო ოპოზიციურ გამარჯვებაში. ამაზე გვექნება მსჯელობა და საერთო პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ. მივესალმები, უფრო და უფრო მეტი შეთანხმებისკენ მივდივართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არის, დავამარცხოთ სიღარიბე და დავიწყოთ აღმშენებლიბის პროცესი. ყველას შეუძლია ამაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძე აღნიშნავს, კანდიდატურასთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძესთან ზოგადი მსჯელობა ჰქონდა.

„გვქონდა ზოგადი მსჯელობები, მაგრამ საერთო შეხვედრაზე საერთო პოზიციები უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

დატოვე კომენტარი