გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინაში ერთობლივი ვიზიტი შედგება იმ შემთხვევაში, თუ ყველა პარტიის წარმომადგენლი იქნება დელეგაციაში
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინაში ერთობლივი ვიზიტი შედგება იმ შემთხვევაში, თუ ყველა პარტიის წარმომადგენლი იქნება დელეგაციაში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინაში ერთობლივი ვიზიტი შედგება იმ შემთხვევაში, თუ ყველა პარტიის წარმომადგენლი იქნება დელეგაციაში და ოპოზიცია იყო ერთიანი საკუთარ პოზიციაში.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს, სელექცია გააკეთონ ოპოზიციის მხარეს.

„საზოგადოების განწყობით ნამდვილად მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე წავა უკრაინაში. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ერთიანი უნდა ყოფილიყო, ოპოზიციის მონაწილეობით თუ იქნებოდა, ეს უნდა ყოფილიყო ერთიანი ოპოზიციური პოზიცია და ყველა ჯგუფის, ყველა პარტიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ამ ვიზიტში. პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ სელექცია უნდათ, გააკეთონ ოპოზიციის მხარეს. ჩემთვის სელექცია ვერ იქნება ოპოზიციიის მხარეს.

რაზეც შევთანხმდით, ვართ მყარად იმ პოზიციაზე, რომ ამ შემთხვევაშიც ერთიან პოზიციას აქვს მნიშვნელობა. თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ექნება წარმომადგენლობა ამ დელეგაციაში, მაშინ წავალთ, თუ გადაწყვეტს, რომ ამორჩევა უნდა, ოპოზიციაში ვინ მოსწონს და ვინ არ მოსწონს, ეს არის „ქართული ოცნების“ საქმე. ისინი ამბობდნენ, რომ ორი ადგილი ოპოზიციას, სამი ადგილი ჩვენ, ეს არ არის ასეთი სავაჭრო საკითხი. ოპოზიცია იყო ერთიანი საკუთარ პოზიციაში, არ ყოფილა პარტიებზე საუბარი, ოპოზიცია იყო ერთიანი საკუთარ პოზიციაში, რომ როგორც გადავაწყვეტინეთ მათ, უკრაინაში წავიდნენ, ისე გადავაწყვეტინოთ საბოლოო ჯამში, რომ ერთიანი იყოს. სავარაუდოდ ცალკე წავა ოპოზიცია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.