გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს

კარგი გუნდი თუ ჩამოყალიბდება, მზად ვარ, პერსონალური ამბიციები უკან გადავწიო და გვერდით დავუდგე მესამე ცენტრის კანდიდატს, ვისაც ყველა დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მძლავრი გაერთიანება ჩამოყალიბდეს.

კითხვაზე განიხილავს თუ არა საკუთარ თავს მერობის კანდიდატად, ვაშაძემ აღნიშნა: „დიდი ალბათობით არა“.

პოლიტსაბჭოსთან უნდა იყოს განხილული ეს საკითხი. ვფიქრობ, ახლა ის დროა, როცა პერსონალურ და ჩემი გუნდის როლს ვხედავ არა იმაში, მაინც და მაინც ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან, არამედ კარგი მძლავრი გაერთიანება ჩამოვაყალიბოთ. ჩემთვის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვება და არა პერსონალური“, – განაცხადა ვაშაძემ.