გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს მასშტაბით იწყებს 100-საათიან ტურს, „ერთად ევროპისკენ“
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს მასშტაბით იწყებს 100-საათიან ტურს, „ერთად ევროპისკენ“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს 100-საათიან ტურს – „ერთად ევროპისკენ“. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობას შეხვდებიან და კიდევ ერთხელ ეტყვიან, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა დაიბრუნოს საკუთარი ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში.

„მოვივლით საქართველოს რეგიონებს, შევხვდებით ხალხს, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. რაც მთავარია, ეს პროცესი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, რომ ქართველ ხალხს ავუხსნათ, ასევე იმისათვის, რათა ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ნახონ, რამხელა მხარდაჭერა აქვს ამ ყველაფერს საქართველოში.

რაც შეიძლება მალე, ჩვენ საქართველოში უნდა მოვიყვანოთ ევროპა. ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის და საქართველომ უნდა დაიბრუნოს საკუთარი ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. ამიტომ, ყველა ერთად, 100 საათი საქართველოს გარშემო, ვიწყებთ ამ ტურნეს მთელ საქართველში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.