გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის აქციები სამომავლოდ იქნება არა უბრალოდ გამოსვლები სცენაზე, ყვირილი და შეძახილი, არამედ უფრო სხვა ფორმატის
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის აქციები სამომავლოდ იქნება არა უბრალოდ გამოსვლები სცენაზე, ყვირილი და შეძახილი, არამედ უფრო სხვა ფორმატის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 21 ნოემბრის აქცია იქნება მშვიდობიანი.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სად ჩატარდება აქცია და კონკრეტულად რომელ საათზე, ამაზე ოპოზიციაში მსჯელობა გაგრძელდება.

„ფორმატს უკვე ხვალ გეტყვით ზუსტად, რომელ საათზე სად გაიმართება, ძალიან მომეწონა პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით გამართული მშვიდობიანი ჯაჭვი, რომელიც გავაკეთეთ, რაღაც განწყობაც სხვანაირი იყო, ფორმაც სხვანაირი იყო. ვფიქრობ, რომ უფრო აქეთ მხარეს უნდა გადაიხაროს ჩვენი სამომავლო საპროტესტო ღონისძიებები და არა უბრალოდ გამოსვლა სცენაზე, ყვირილი და შეძახილი სხვადასხვა საკითხზე. აქ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს თითქოს თავის თანამონაწილეობას პროცესში, რომელიც ხდება უშუალოდ აქციის დროს“, – განაცხადა ვაშაძემ.