გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის მხარდამჭერებზე, რომლებიც ხელმოწერებს აგროვებდნენ, თავდასხმა განხორციელდა
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მის მხარდამჭერებზე, რომლებიც ხელმოწერებს აგროვებდნენ, თავდასხმა განხორციელდა

სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი  გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე თავდასხმა მოხდა. მისი თქმით, გუშინ, ვარკეთილის მეტროსთან საბანკო სესხების პროცენტების განახევრებაზე ხელმოწერების შეგროვებისას, გარკვეული ჯგუფი, რომელიც, მისი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მართული, აქტივისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რაზეც პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ ჰქონდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვს.

„ვარკეთილის მეტროსთან მოხდა თავდასხმა ახალგაზრდა მოხალისეებზე, რომლებიც აგროვებდნენ ხელმოწერებს საბანკო სესხების პროცენტის განახევრებასთან დაკავშირებით. მერიის წარმომადგენლობა, სრულიად უკანონოდ, ათობით ათასი ლარის ჯარიმა გამოგვიწერეს. ამან რომ ვერ გაჭრა, გადაწყვიტეს, რომ დააორგანიზონ ფიზიკური თავდასხმები ჩვენს აქტივისტებზე. მინდა პირდაპირ ვუთხრა მათ, ამ მართლაც დამსხვრეულ ოცნებებებს, არ გაგივათ, თქვენი არავის ეშინია. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი ახალგაზრდები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ იმ ადამიანის დაკავებას, პოლიცია კი ვერ წყვეტდა დაეკავებინა თუ არა. როგორც ჩანს, გარკვეული ზარები ხორციელდებოდა პოლიციის წარმომადგენლებთან რომ არ მომხდარიყო ამ ადამიანების დაკავება. აბა რომელიმე ოპონენტს ხელი წასცდენოდა, რა თქმა უნდა ამაზე მყისიერი რეაგირება იქნებოდა. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ ძალადობას. პრინციპულად ვიბრძოლებთ ბოლომდე და ყველა უსამართლობას გავაპროტესტებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.