გიორგი ტყემალაძემ მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობა დადებითად შეაფასა
გიორგი ტყემალაძემ მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობა დადებითად შეაფასა

საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობა დადებითად შეაფასა და კოლეგებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან შრომატევადი საქმიანობა იქნა გაწეული. ამ პერიოდის განმავლობაში საკრებულოს ასზე მეტი სხდომა ჩავატარეთ. ამავე დროს არც ერთი სხდომა არც ჩაშლილა და არც გადადებულა და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი საკითხებით საკმაოდ დატვირთული იყო”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მოწვევის საკრებულოს ახსოვს ხმაურიანი სხდომებიც.

“საკრებულო გარკვეულწილად, პოლიტიკური ორგანოა, შესაბამისად ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობდნენ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში გადაეყვანათ ესა თუ ის საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის საგნობრივად და თემატურად ვუდგებოდით“, – აცხადებს გიორგი ტყემალაძე და აღნიშნავს.

მისი თქმით, მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრები, ყოველთვის ცდილობდნენ მათი საქმიანობა ღია და გამჭვირვალე ყოფილიყო.

„აქტიურად ვიყავით ჩართული ყოველი წლის ბიუჯეტის ფორმირებაში და ვფიქრობ, მერიასთან ერთად, ჩვენ წარმატებით შევძელით სწორად დაგვესახა პრიორიტეტები, რამაც საშუალება მოგვცა მრავალი წარმატებული პროექტი განგვეხორციელებინა“, – განაცხადა ტყემალაძემ.