გიორგი ტყემალაძე - თბილისის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები მარტის დასაწყისში ერთდროულად დამტკიცდება
გიორგი ტყემალაძე - თბილისის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები მარტის დასაწყისში ერთდროულად დამტკიცდება

თბილისი საკრებულო მარტის პირველ ნახევარში თბილისის გენერალურ გეგმას და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებებს ერთდროულად დაამტკიცებს, რაც კა-2 კოეფიციენტით მანიპულაციებს კრძალავს – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისელების დიდი ტკივილი იყო მოცულობითი მშენებლობები კა-2 კოეფიციენტით მანიპულაციების აკრძალვა დროული გადაწყვეტილება იყო.

„გადავდივართ გენგეგმის მიღების დასკვნით ეტაპზე და ამ პროცესში უკვე მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი. დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულო ამას უახლოეს მომავალში დაუჭერს მხარს, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით მარტის პირველ ნახევარში. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად გვექნება გენგემის პროექტის განხილვა, შესაბამისად, საბოლოოდ, მარტის პირველ ნახევარში ვფიქრობთ, რომ დოკუმენტი უნდა იყოს მიღებული გენერალური გეგმის სახით, ასევ იმ განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები. მთავარი ცვლილება გახლავთ ის, რომ აიკრძალება კა-2 კოეფიციენტის გადაჭარბება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისი მერია ერთი კვირის განმავლობაში საკრებულოს წარუდგენს დოკუმენტს, რომ ცვლილებები განხორციელდეს შესაბამის აქტში და განაშენიანების რეგულირების წესში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება კოეფიციენტების მატებასა და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვასთან დაკავშირებული პრაქტიკა.

დატოვე კომენტარი