გიორგი ტყემალაძე - სატენდერო და ზედამხედველობის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდება
გიორგი ტყემალაძე - სატენდერო და ზედამხედველობის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდება

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალში უნდა დავხვეწოთ ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც, სატენდერო თუ ტექნიკური ზედამხედველობის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდება, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ორი კომისიის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებითაც და უახლოესი დღეების განმავლობაში ამ მხრივ გასათვალისწინებელი ახალი კომპონენტები იქნება წარმოდგენილი.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულოს წევრებმა დღეს თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძისა და დედაქალაქის სატრანსპორტო კომისიის ხელმძღვანელის მამუკა კობახიძისგან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.

საკრებულოს ორი კომისიის გაერთიანებული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.