გიორგი ტყემალაძე - საკრებულოში საკითხის განხილვა პრობლემა არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება 
გიორგი ტყემალაძე - საკრებულოში საკითხის განხილვა პრობლემა არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას გამოეხმაურა.

თავდაპირველად, საკრებულოს თავმჯდომარემ უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მომხდარის გამომწვევის მიზეზების დადგენა პირველ რიგში მმართველი გუნდის ინტერესში შედის.

„მას შემდეგ, რაც მოხდება მიზეზების დადგენა, თუკი ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, ის უმკაცრესად დაისჯება. რაც შეეხება საკრებულოში აღნიშნული საკითხის განხილვას, ეს არასდროს ყოფილა პრობლემა და არც ახლა იქნება. მოგეხსენებათ, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა საკითხის ფრაქციის ფორმატში, ხოლო მეორე ნაწილმა საკრებულოს სხდომაზე განხილვა მოითხოვა. რა ფორმატში იქნება საკითხი განხილული, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ და უახლოესდღეებში მოგახსენებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ტყემალაძემ.