გიორგი ტყემალაძე - საკრებულო უნდა გადავიდეს სამუშაო რეჟიმზე და ყველამ თავი შეიკავოს პირადი შეურაცხყოფისგან 
გიორგი ტყემალაძე - საკრებულო უნდა გადავიდეს სამუშაო რეჟიმზე და ყველამ თავი შეიკავოს პირადი შეურაცხყოფისგან 

ჩვენ უნდა გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში, გავაგრძელოთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელებიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, საკრებულოში ყველამ თავი უნდა შეიკავოს ფიზიკური დაპირისპირებისგან.

„ფიზიკური დაპირისპირება არ უნდა მოხდეს, ასევე მინდა მოვუწოდო მეორე მხარეს, რომ პირადი შეურაცხყოფისგან შეიკავონ თავი. ჩვენ უნდა გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში, გავაგრძელოთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი. ყველამ თავი უნდა შევიკავოთ როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისგან. რა თქმა უნდა, გვაქვს სხვადასხვა მოსაზრება და შეხედულება. შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პირად შეურაცხყოფაზე და ფიზიკურ დაპირისპირებაზე აქცენტირებული. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში გამოიკვეთება პოზიცია შესაბამისი სამსახურების, რომელსაც ისინი ახორციელებენ. გამოიკითხა ყველა მონაწილე პირი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დატოვე კომენტარი