გიორგი ტყემალაძე - ნამდვილად ფასდაუდებელია ვეტერანების ღვაწლი ქვეყნის წინაშე
გიორგი ტყემალაძე - ნამდვილად ფასდაუდებელია ვეტერანების ღვაწლი ქვეყნის წინაშე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

საკრებულოს თავმჯდომარემ ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და მათ ღვაწლზე ისაუბრა.

„ნამდვილად ფასდაუდებელია ამ ადამიანების ღვაწლი ქვეყნის წინაშე. ეს არის მათი თავგანწირვის ფასად დიდი გამარჯვება. მე მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ისინი იქნებიან ყოველთვის დაფასებული. მაქსიმუმს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ხელისუფლება, რომ ამ ადამიანების მიმართ იყოს განსაკუთრებული ყურადღება ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა ტყემალაძემ.