გიორგი ტყემალაძე - მიწისქვეშა პარკინგისა და ავტობუსების ტენდერის საკითხზე კერძო სექტორისთვის ახალი შეთავაზებები გაკეთდება
გიორგი ტყემალაძე - მიწისქვეშა პარკინგისა და ავტობუსების ტენდერის საკითხზე კერძო სექტორისთვის ახალი შეთავაზებები გაკეთდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას მიწისქვეშა პარკირების და ავტობუსების ტენდერის თემაზე.

როგორ საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება, რათა დაგეგმილი პროექტები განხორციელდეს.

„მე მგონი ამაში ვთანხმდებით, რომ კერძო ინვესტიციით მიწისქვეშა პარკინგის განხორციელება უკეთესია, ვიდრე მილიონობით ლარის დახარჯვა თბილისის ბიუჯეტიდან. კიდევ ერთხელ გავიხსენებ თქვენ დიდ პროტესტს, როცა ზუსტად კერძო ინვესტიციით ხორციელდებოდა პუშკინის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგი და თქვენ სამწუხაროდ, ამის წინააღმდეგ იყავით, რადგან ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგი,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თბილისის მერიის მხრიდან ნამდვილად იქნება ახალი შეთავაზებები, რომ კიდევ უფრო მოხდეს ბიზნესის დაინტერესება აღნიშნული პროექტებით.

ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.