გიორგი ტყემალაძე - მერის საქმიანობის პირველი ასი დღე საკმაოდ წარმატებული იყო
გიორგი ტყემალაძე - მერის საქმიანობის პირველი ასი დღე საკმაოდ წარმატებული იყო

„ფიქრობ, მერის საქმიანობის პირველი ასი დღე საკმაოდ წარმატებული იყო, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ კახა კალაძის საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა.

„დღეს ამ პროექტებთან დაკავშირებით დეტალურად იქნება საუბარი. გეგმები კიდევ უფრო ბევრია და ვფიქრობ, ყველაფერი ასევე წარმატებით იქნება მომავალშიც. პირველი ასი დღის განმავლობაში, 2018 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 100 მილიონამდეა გაზრდილი, ყველა ის ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ეკოლოგიის, ურბანული მიმართულებით ყველაფერი არის ბიუჯეტით გამყარებული. არაერთი ახალი რეგულაცია იქნა შემოღებული, რათა ეს ყველა პრიორიტეტული მიმართულება გაუმჯობესებული იყოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში მკაფიოდ იქნება ასახული ჩვენს ქალაქში“, – განაცხადა ტყემალაძემ.

დღეს თბილისის მერი საზოგადოებას 100 დღის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.