გიორგი ტყემალაძე - დედაქალაქის მერის ანგარიში ასახავს, თუ რაოდენ მასშტაბური სამუშაოები და რეფორმები განხორციელდა ერთი წლის განმავლობაში
გიორგი ტყემალაძე - დედაქალაქის მერის ანგარიში ასახავს, თუ რაოდენ მასშტაბური სამუშაოები და რეფორმები განხორციელდა ერთი წლის განმავლობაში

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ საკრებულოში ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მერს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ანგარიში, რომელიც თბილისის მერისგან მოვისმინეთ, ცალსახად ასახავს, თუ რაოდენ მასშტაბური სამუშაოები და რეფორმები იყო განხორციელებული ამ ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული საქმიანობისთვის. თქვენთან ერთად მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც იყო ჩართული სხვადასხვა მიმართულებით მუნიციპალიტეტის მუშაობაში და მიიღო მონაწილეობა ამ საქმიანობაში,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს ერთობლივად, კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება და ამის დასტურად მან 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაასახელა, რომელსაც დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.