გიორგი ტყემალაძე - გენგეგმის მიღების მთავარი მიზანი თბილისის დაგეგმილად, მიზანმიმართულად განვითარებაა
გიორგი ტყემალაძე - გენგეგმის მიღების მთავარი მიზანი თბილისის დაგეგმილად, მიზანმიმართულად განვითარებაა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, თბილისის მერიის და კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად, თბილისს მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა ექნება.

„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მთავრობამ მოიწონა გენერალური გეგმის პროექტი, რომლის შესაბამისადაც ყველა შესათანხმებელი დეტალი აღმოფხვრილია. ეს ეხება განხორციელების გზებს, ეტაპებს, უფლებრივ საკითხებს, რუკის დახვეწას, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. შესაბამისად, ჩატარებული სამუშაოს შედეგად გვაქვს დოკუმენტი, რომლის ძირითადი პრინციპიც არის მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია, რომლის განხილვასაც უკვე თბილისის საკრებულოში დავიწყებთ. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს მომავალში მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა გვექნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე დამატებით ჩარჩო გეგმების შემუშავება მოხდება. შესაბამისად, თბილისი არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიღებს ოპტიმალურ გენერალურ გეგმას, რომელიც ქალაქს განვითარების სწორ რელსებზე დააყენებს.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.