გიორგი ტყემალაძე - გაზრდილი ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს
გიორგი ტყემალაძე - გაზრდილი ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს

თბილისის საკრებულოში დღეს ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.

ცვლილებების თანახმად, თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 217 მილიონ 580 ათასი ლარით გაიზრდება და მისი მოცულობა მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, მოქალაქეებისთვის მეტი პროექტი განხორციელდეს.

„დღევანდელი ბიუჯეტის ცვლილებებით კონკრეტულად მოხდება ბიუჯეტის მოცულობის ზრდა 217 მილიონი ლარით. ეს თანხები მოხმარდება რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებას. თქვენ იცით, რომ უკვე 400-მდე ერთეული ავტობუსი ჩანაცვლებულია და მოხდება სრულად ავტოპარკის განახლება, პლუს დაახლოებით ასი ერთეულით ავტობუსის რაოდენობის გაზრდა. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არის დამატებით საშუალება, რომ უფრო კომფორტულად გადაადგილდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე, რა თქმა უნდა, ბიუჯეტით გათვალისწინებულია და იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობები. შესაბამისად, გაზრდილი ბიუჯეტით გვექნება საშუალება, ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ“ ,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

დატოვე კომენტარი