გიორგი ტუღუში - მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დროულად შეირჩეს
გიორგი ტუღუში - მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დროულად შეირჩეს

მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დროულად შეირჩეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოთვის“ მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოება რომელ კანდიდატზე გააკეთებს არჩევანს.

„ჩვენ ველოდებით, ვისზე შეჩერდება არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომელ კანდიდატზე გააკეთებს არჩევანს სამოქალაქო საზოგადოება, თუმცა რამდენადაც ვიცი, არც ერთი კონკრეტული სახელი და გვარი არ დასახელებულა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეჯერება. იმედს ვიტოვებ, რომ ღირსეული კანდიდატურაზე შეჩერდებიან. შემდგომი ეტაპი უკვე პრობლემური იქნება, კერძოდ, მოხდება თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა საპრეზიდენტო არჩევნებამდე“, – განაცხადა ტუღუშმა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა  მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ახალი კანდიდატურის შესარჩევად, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს მართავს.