გიორგი თევზაძე „საბურთალოზე“ - ევროტურნირებზე ღირსეულად უნდა ვითამაშოთ
გიორგი თევზაძე, რომელიც ბოლოს სლოვაკურ „ჟილინაში“ თამაშობდა, ისევ ქართულ კლუბში ითამაშებს. „საბურთალოს“ აღზრდილი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონს დაუბრუნდა.
ამპლუით მარცხენა მცველი თბილისელებს თურქულ შეკრებაზე დღეს დილით შეუერთდა.
„ძალიან გახარებული ვარ „საბურთალოში“ გადმოსვლით. დავბრუნდი ჩემს კლუბში, სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. „საბურთალო“ ჩემთვის დიდი ოჯახია, რომლისგანაც ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში დგომას. ვესაუბრე გიორგი ჭიაბრიშვილს, კლუბის ხელმძღვანელობას, ჩემი ეიმედებათ და ნდობის გამართლებას ვეცდები. „საბურთალო“ საქართველოს ღირსეული ჩემპიონია“, – ამბობს გიორგი თევზაძე.
22 წლის მცველმა ახალი სეზონის მიზნებზეც ილაპარაკა – „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს ტიტული რომ
შევინარჩუნოთ. ასევე, ევროტურნირებზე ღირსეულად უნდა ვითამაშოთ და ვასახელოთ საქართველო. რთული იქნება ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის წარმატებაში“.