გიორგი თევდორაძე - ქუთაისის შენობა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, მისი დაზიანება კი დანაშაულია
გიორგი თევდორაძე - ქუთაისის შენობა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, მისი დაზიანება კი დანაშაულია

ეს იყო უპრეცენდენტო უგუნურობის და უპასუხისმგებლობის ფაქტი, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, გიორგი თევდორაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ქუთაისში გამართულ აქციას.

მისი თქმით, შენობა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, მისი დაზიანება კი დანაშაულია. როგორც თევდორაძე ამბობს, კვერცხებისა და საღებავების სროლის შემდეგ შენობა დაზიანდა. მისივე ინფორმაციით, ფაქტის გამოსაძიებლად უკვე მიმართეს სამართალდამცავებს.

თევდორაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სურს, უმართავი პროცესები დაიწყოს ქვეყანაში და ამით ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას.

„ეს არის დღეიდან კვერცხების ხელისუფლება, რომელსაც ერთი პასუხი აქვთ მოქალაქეებთან – ეს არის კვერცხი. ამით შორს ვერ წავლენ. დღეს აქციაში მონაწილეობდნენ პედაგოგებიც, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რა აქციაზე მიდიოდნენ“, – განაცხადა გიორგი თევდორაძემ.