გიორგი ტერაშვილი ანტალიის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
გიორგი ტერაშვილი ანტალიის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი ძიუდოისტი – გიორგი ტერაშვილი (73კგ) და გიორგი შერაზადაშვილი (81კგ) გამოვიდნენ.

ტერაშვილმა მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელი იდო ლევინი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ყაზახ შმაგულოვს შეხვდება. შერაზადაშვილმა კი ორი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში ფრანგ დიალოსთან იჭიდავებს.

შეგახსნებთ, რომ გუშინ ანტალიის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.