თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი ძიუდოისტი – გიორგი ტერაშვილი (73კგ) და გიორგი შერაზადაშვილი (81კგ) გამოვიდნენ.
ტურნირზე ძალიან კარგად იასპარეზა 19 წლის გიორგი ტერაშვილმა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იტალიელი მანუელ ლომბარდო ულამაზესი გდებით სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი შერაზადაშვილი კი ორ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, მერვედფინალში ფრანგ დიალოსთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
შეგახსნებთ, რომ გუშინ ანტალიის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.