გიორგი ტერაშვილი ანტალიის გრანდ სლემის ფინალშია #1TVSPORT
გიორგი ტერაშვილი ანტალიის გრანდ სლემის ფინალშია #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი ძიუდოისტი – გიორგი ტერაშვილი (73კგ) და გიორგი შერაზადაშვილი (81კგ) გამოვიდნენ.

ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი, რომელმაც ფინალში გასასვლელად ყაზახ შმაგულოვს სძლია და ფინალურ ბლოკში გადავიდა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში ქართველის მეტოქე იტალიელი მანუელ ლომბარდო იქნება. შერაზადაშვილი კი ორ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, მერვედფინალში ფრანგ დიალოსთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

შეგახსნებთ, რომ გუშინ ანტალიის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.