გიორგი თავართქილაძის ფილმმა „ცუდი ხალხი" ლონდონში კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა
გიორგი თავართქილაძის ფილმმა „ცუდი ხალხი" ლონდონში კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა

გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი” ლონდონში, „დისქოვერ ფილმ ფესტივალზე“ (Discover Film Festival) საუკეთესო დრამატული ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ფილმი საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენებსა და იმ პერიოდის რამდენიმე რეალურ ამბავს გვიყვება. გიორგი თავართქილაძის „ცუდი ხალხი“ მოკლემეტრაჟიანი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმია.

შეგახსნებთ, ფილმის მსოფლიო პრემიერა ჰონ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე 25 მარტს გაიმართა. ასევე, „ცუდი ხალხი“ ლოს ანჯელესის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პრიზიორია.