გიორგი შერმადინმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 18 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი გამართა და თავის გუნდში ამჯერადაც საუკეთესო გახლდათ. მან 21 წუთში 18 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. როდესაც ის მოედანზე იყო „ტენერიფემ“ 37-ქულიანი გაქცევა მოაწყო.
საბოლოოდ კი მისმა გუნდმა „ანდორა“ 96:64 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ შერმადინი რამდენიმე წლის წინ სწორედ „ანდორას“ ღირსებას იცავდა და პირველად ისტორიაში პლეი ოფში გაიყვანა. ამჯერად „ტენერიფეა“ არა მხოლოდ პლეი ოფში მოხვედრის, არამედ ჩემპიონატში მედლის მოგების კანდიდატი.
კუნძულელებს ორ მატჩში ორი მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.