გიორგი შერმადინმა ყოფილ გუნდთან მატჩში 16 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა ყოფილ გუნდთან მატჩში 16 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მისავე ყოფილ კლუბს, „ანდორას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 89:90 დამარცხდა.

ტენერიფელთა შორის ვეტერანი კალათბურთელები გამოირჩნენ: უერტასმა 24 ქულა ჩააგდო, მილსმა – 16, ხოლო შერმადინმა 30 წუთში 16 ქულას 6 მოხსნა და 2 პასი მიამატა.

„ანდორას“ 23 ქულით კურიჩმა ულიდერა.

„ტენერიფეს“ 29 ტურის შემდეგ 17 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.