გიორგი შერმადინმა „თოფაში“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეფექტური მატჩი გამართა. მისი „ტენერიფე“ მეოთხედფინალის მესამე, გადამწყვეტ მატჩში შინ თურქულ „თოფაშს“ დაუპირისპირდა და 78:55 დაამარცხა. ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს თითო მოგება ჰქონდა და ნახევარფინალში გამსვლელის ვინაობა ტენერიფეზე უნდა გარკვეულიყო.

კუნძულელებმა მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყეს და თურქულ გუნდს შანსი არ დაუტოვეს. შერმადინმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მან 24 წუთში, 12 ქულა (7/5 ორქულიანი, 3/2 საჯარიმო), 7 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა.

ორმაგი დუბლი შეასრულა მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა – 13 ქულა, 10 პასი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ოთხეულს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს, „ტენერიფე“ ნახევარფინალში, 26 აპრილს ბერძნულ „პერისტერის“ დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ესპანური გუნდები – „მურსია“ და „უნიკახა“ ითამაშებენ.