გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ესპანური კლუბები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მალაგის „უნიკახა“ დაამარცხა – 84:79.

საქართველოს ნაკრების ცენტრი სარგებლიანობის კოეფიციენტით თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო – 17. მისი სრული სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 26 წუთი, 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა. გიორგიმ 7-იდან 4 ორქულიანი და 4-იდან 4 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინის მსგავსად 12 ქულა ჰქონდა „ტენერიფეს“ უკანახაზელ ჰაიმე ფერნანდესს. მატჩის ბომბარდირი კი უნიკახელი კედრიკ პერი გახდა – 22 ქულა.

ასე და ამგვარად, „ტენერიფე“ ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგას მედლით ამთავრებს: 2022 წელს ჩემპიონობა მოიპოვა, ამჯერად – მესამე ადგილი.

2022-2023 წლების სეზონის ფინალში კი, ერთმანეთს გერმანული „ბონი“ და იერუსალიმის „ჰაპოელი“ დაუპირისპირდნენ. გაიმარჯვა „ბონმა“ – 77:70.